აპოკალიფსისი > განმარტება
"მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე,
რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, ..."
(გამოცხ. 16:3)
მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში (გამოცხ. 16:3)
იმ მოვლენათა განხილვისას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საბოლოო საღმრთო შურისგების პირველ თასთან, ნახსენები იყო 16-ე თავის მოწმობათა გულისხმისყოფის ორი გააზრება, ბუკვალური და სიმბოლური, თანაც პროფ. ლოპუხინის განმარტება დამოწმებული იყო, როგორც ბუკვალური (ან "თითქმის ბუკვალური") მიდგომის მაგალითი. ამიტომაც სრულიად მოსალოდნელია, რომ "მეორე თასთან" მიმართებაში პროფ. ლოპუხინი ასევე მიიდრიკება მიმდინარე მოვლენების ბუკვალური გააზრებისკენ:
"მეორე თასი ისხმება ზღვაში - ნამდვილ ზღვაში, რომელიც სავსეა ცოცხალი არსებებით. აშკარაა, რომ ზღვის წყლის მასა ფერით მუქ სისხლისფრად შეიმღვრევა და ამასთან აყროლდება. ასეთი მასა გამოუსადეგარია სასიცოცხლოდ, ამიტომაც იოანე შენიშნავს, რომ ყველა სულდგმული, რაც კი ზღვაში ცხოვრობს ამოწყდა. ამის გამო არ არსებობს არანაირი საფუძველი ამ სასჯელს მივანიჭოთ ალეგორიული აზრი".
მაგრამ, თავის კომენტარებში, რომლებიც შვიდ ზეციურ საყვირს და უკანასკნელი რისხვის შვიდ თასს ეძღვნება, პროფ. ლოპუხინი იმოწმოებს 19-ე ს-ის პროტესტანტი ღვთისმეტყველების მიერ შემოთავაზებულ განმარტებებს, რომელთა შორის არიან თეოდორ ფრიდრიხ დეტლერ კლიფოტი - ლუთერანელი ღვთისმეტყველი; ერნსტ ვილგელმ გენგსტენბერგი - გეერმანელი ღვთისმეტყველი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი; იოჰან ებრარდი - საფრანგეთის რეფორმატორული ეკლესიის პასტორი და ბელეტრისტი; კრისტოფ ერნს ლუტარდი - ორთოდოქსული მიმართულების გერმანელი ევანგელისტი ღვთისმეტყველი; ჰენრიხ გეორგ ავგუსტ ევალდი - გერმანელი პროტესტანტი ბიბლეისტი, აღმოსავლეთმცოდნე, საზოგადო მოღვაწე და ა. შ., რომელთა აზრი არ შეიძლება ჩაითვალოს ავტორიტეტულად. მართალია, თითოეულ ზემოთჩამოთვლილ ღვთისმეტყველს აქვს ზოგიერთი საკმაოდ საინტერესო დასკვნები, - ლუთერანთა და რეფორმატორთა ცნობილი მიდრეკილება "გამიწიერებული" ლოგიკისკენ და "უხეში" ბუკვალიზმისკენ საეჭვოს ხდის ამ ღვთისმეტყველთა მიერ შემოთავაზებულ განმარტებებს (ეს შენიშვნა ეხება ნებისმიერ არააშკარა ბიბლიურ მნიშვნელობებს, მაგრამ პირველ რიგში - გამოცხადების წიგნის სიმბოლურ და ალეგორიულ მოწმობებს).
მეორე მხრივ, თუკი მივყვებით წმიდა ტექსტთა გულისხმისყოფის მართლმადიდებლურ მიდგომას, სადაც თავისი ადგილი აქვს მიკუთვნებული წინასწარმეტყველურ სიმბოლიზმს, და ამაღლებულ ბიბლიურ ალეგორიზმს, - შეიძლება შევნიშნოთ, რომ ძველაღთქმისეული დროების არც წინასწარმეტყველური მოწმობანი, და არც გამოცხადების წიგნი არ ზღუდავენ "ზღვის" ცნებას ბუკვალური წყალსაცავებით, არამედ პირიქით, ამ ცნებას ანიჭებენ ხატობრივ-მეტაფორულ მნიშვნელობას (შეად.: იობი 9:8; 38:8-11; დან. 7:2-3; ლკ. 21:25; გამოცხ. 20:13, 21:1 და სხვა).
გარდა ამისა, სამყაროს შექმნის დროს "ზღვა" ეწოდა არა ბუკვალურ ზღვებს და ოკეანეებს, არამედ მთელ "ცისქვეშეთის წყლებს" გამონაკლისის გარეშე, რომელიც შესაქმის მესამე დღეს "ერთგან" იყო "შეგროვილი" (დაბ. 1:9-10). შემდეგში მიწა და ზღვა (ანუ სწორედ ის, საითკენაც გადმოიღვრება პირველი ორი თასი) წმ. წერილში წარმოდგებიან, როგორც შემოქმედის მიერ შექმნილ ყველა ცხოველთა "ბინადრობის თავდაპირველი გარემო" (თანაც "ქვეწარმავლები", მ. შ. "გველები", წარმოშვა "წყალმა", და არა "ხმელეთმა", შეად.: დაბ. 1:20), შეად.:
"ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა. ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთა არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა; მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა" (ფსალმ. 103:24-26).
რაც შეეხება გამოთქმას "თითქოს მკვდრის სისხლად", რადაც გარდაიქცევიან ბიბლიური "ცისქვეშეთის წყლები", - თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ ეს მოვლენა ერთგვარი სრულიად აუხსნელი კატაკლიზმით, რის შედეგადაც ბუკვალურად სისხლად გადაიქცევიან ყველა წყლები, რომლებიც მსოფლიო ოკეანეს ავსებენ (ანუ დაახლ. 1,35 მილიარდი კუბიკური კილომეტრი წყალი). მაგრამ ასეთი ვერსია უკიდურესად არადამაჯერებლად გამოიყურება, - და არა იმიტომ, რომ მსგავსი კატაკლიზმი შეუძლებელია (აქ ღირს აღვნიშნოთ, რომ სისხლი ორგანიზმის შიგნით სიკვდილის შემდეგ სქელდება და შედედდება, მაგრამ 30-90 წუთის შემდეგ თხელდება, ამიტომაც გარეგნულად "გვამური" სისხლი "ცოცხალი" სისხლისგან არ განსხვავდება და მას იყენებენ, როგორც პლაზმის დასამზადებლად, ასევე გადასხმებისთვისაც).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკითხი ბიბლიურ ზღვაში "მრისხანების" ჩასხმაზე გულისხმისყოფას ითხოვს; ახალაღთქმისეული გამოცხადება ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ოდესმე ყოვლისშემძლე შემოქმედის სახელით აღსრულებულა (ან ჯერ კიდევ მხოლოდ ნაუწყებია), ამაღლებულ და სრულყოფილ მოვლენად წარმოგვიდგენს, რომელიც აღვსილია არა მარტო უსაზღვრო ძალითა და ყოვლისშემძლეობით, არამედ უღრმესი სულიერი აზრით.
ხოლო არა-ბუკვალური "მრისხანების თასი", რომელიც ბუკვალური მნიშვნელობით "მკვდრის სისხლად" აქცევს მსოფლიო ოკეანის წყლებს, საკმაოდ "დემონსტრატიულია", თანაც მოკლებულია რაიმე მნიშვნელოვან ბიბლიურ აზრს (გარდა გამაოგნებელი მსოფლიო კატაკლიზმისა).
გარდა ამისა, სრულიად აშკარაა, რომ მსგავსი გარდაქცევა მოჰკლავს არა მარტო ზღვის ყველა ბინადარს, არამედ "ხმელეთზე" მცხოვრებ ყველა ქმნილებასაც, და თვით "არასულიერ" მცენარეებსაც, ასე რომ შემდგომი ხუთი თასი ქვეყნად უკვე მკვდარ დედამიწაზე გადმოიღვრება.
მეტიც, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ძველაღთქმისეულ დროებათა დაწესებისამებრ მკვდარ სხეულთან შეხება ადამიანს რიტუალურად აუწმიდურებდა (ლევ. 22:5-6 და სხვა), ხოლო მკვდარ ქვეწარმავლებთან შეხება უწმინდურს ხდიდა არა მარტო ადამიანს, არამედ ნებისმიერ საგანს, რომელიც, ჯერაც განუწმენდავი, შემდეგში შებილწავდა ბუკვალურად ყველაფერს, რაც კი ასეთ საგანს შეეხებოდა (ამასთან თიხის ჭურჭელი, რომელიც ერთ-ერთი ბიბლიური ხატებაა "გარეგანი კაცისა", შიგნით მკვდარი ქვეწარმავლის მოხვედრის შემთხვევაში, მ. შ. "გველებისაც", საერთოდ არ ექვემდებარება განწმენდას, ამიტომაც განწესებული იყო მისი დამტვრევა).
ეს კი ნიშნავს, რომ წყლების ბიბლიური შეკრება, რომელიც "თითქოსდა მკვდრის სისხლად" იქცევა, რადგან ის "ქვეწარმავლების" გვამებით აივსება (ფსალმ. 103:24-26), წარმოდგება გლობალურ შებილწულ ჭურჭლად ("მკვდარ ზღვად"), რომელიც განწმენდას არ ექვემდებარება და განწირულია გასანადგურებლად, შეად.:
"ესენია თქვენთვის უსურმაგნი ქვემძრომებში; ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ... თუ რაიმე თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ყველაფერი, რაც ჭურჭელშია, გაუწმიდურდება; (ჭურჭელი) უნდა დაამტვრიოთ. თუ რამე საჭმელს, რასაც ჭამთ, წყალი დაესხა (ამგვარი ჭურჭლიდან), გაუწმიდურდება; ყოველი სასმელი, რომელსაც ყოველი (ამგვარი) ჭურჭლიდან სვამთ, გაუწმიდურდება" (ლევ. 11:31-34).
რადგან ადრე (მეორე საყვირის დროს) ბიბლიური ზღვის მესამედი უკვე მოიწყლა, - უეჭველია, რომ უკანასკნელი რისხვის მეორე თასი ამთავრებს იმ წყლების დაზიანებას, რომლებიც "ცისქვეშეთში" იყო ((დაბ. 1:9-10, შეად.: "მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის" (გამოცხ. 21:1)), და წინ უსწრებს "მეხუთე თასს", რომელიც გადმოიღვრება მხეცის მთელ სამეფოზე და ამ უკეთურ მეუფებას ტანჯვით აღავსებს (გამოცხ. 16:10).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.