ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებში:
Telegram: აპოკალიფსისი // Facebook: აპოკალიპტური მოვლენები // აპოკალიფსისი // Pinterest: აპოკალიფსისი (Apocalypse)
ელექტრონული ფოსტა: apocalypsege@gmail.com // apocalypticsite@gmail.com
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. პასექი.
7 აპრილი (ძვ. სტ.) / 20 აპრილი (ახ. სტ.)
ამ თემაზე საუბარს როდესაც ვიწყებთ, შეიძლება მოვისმინოთ შემდეგი რამ: მაშ, თქვენ მხედველობაში გაქვთ სწავლება 1000 წლოვანი მეუფების შესახებ, რომელსაც "ქილიაზმი" ეწოდება? ნუთუ არ იცით, რომ ქილიაზმი დაიგმო მეორე მსოფლიო კრებაზე, და არანაირი მსჯელობა მის შესახებ მართლმადიდებელთა შორის არ შეიძლება შედგეს." (ეზეკ. 2:8-10). მეტიც, გაჩნდა მტკიცებულება, რომ 1000 წლოვანი მეუფების ბუკვალური გაგება, ანუ ქილიაზმი მისი ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს იუდაურ-გრძნობისმიერი თუ წმიდა მამებისეული, თითქოსდა დაგმობილ იქნა ეკლესიის მიერ მეორე მსოფლიო კრებაზე. ამ საკითხის გამოსაკვლევად, წინააღმდეგობაში რომ არ მოვიდეთ ეკლესიის დადგენილებებთან, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია უფრო კონკრეტულად გამოვარკვიოთ, თუ რა მოხდა მეორე მსოფლიო კრებაზე, ვინ და რა დაგმო მან და რა არ დაუგმია.
წმ. წერილის მეტაფორულ მოწმობებში განსაკუთრებული ადგილი უპყრია კიდევ ერთ მეტაფორულ-წინასწარმეტყველურ ხაზს, რომელიც დასაბამს იღებს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა "სატაძრო" ხატებებიდან; ხოლო მთავრდება იგი გასაოცარი და იდუმალი მოვლენებით, რომლებიც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშია აღწერილი. მოწმობათა ეს მიმდინარეობა
მოიცავს ზეციდან დედამიწისკენ მიმართულ "გრაგნილთა" მთელ წყებას, რომელთაგან
პირველი მოიხსენიება ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში: "შენ კი, ადამის ძევ, ისმინე, რასაც გეუბნები:
ნუ იქნები ურჩი, როგორიც ეს ურჩი მოდგმაა; გააღე პირი და შეჭამე, რასაც მოგცემ. და
მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემსკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში. გაშალა
ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი" (ეზეკ.
2:8-10).
"შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი. და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჴსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფსალმ. 49:14-15). ფსალმუნებში ბევრგან არის ნახსენები საღმრთო სამსჯავრო, მაგრამ ეს ფსალმუნი განსაკუთრებული ფორმით ლაპარაკობს მის შესახებ. აქ ნათქვამია, თუ რას მიაქცევს უფალი განსაკუთრებულ ყურადღებას, და რა უფრო ნაკლებად იქნება მისთვის საყურადღებო. არადა ძალზედ მნიშვნელოვანია იცოდე საღმრთო სამსჯავროს კრიტერიუმები.
(გამოცხ. 16:8-9)
"მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით. დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის" (გამოცხ. 16:8-9)."
(გამოცხ. 16:4-7)
"მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი, და წყალი სისხლად იქცა. მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ, უფალო, რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ, წმიდაო, რადგანაც ასე განსაჯე. რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან. და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი" (გამოცხ. 16:4-7)."
თანამედროვე საეკლესიო გარემოში, როგორც ეს იყო, სხვათა შორის, მრავალი საუკუნის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა და აქვს საომარ განწყობას, რის გამოც ჩნდება მისწრაფება ნებისმიერი საომარი მოქმედების გამართლებისკენ, რომელსაც სახელმწიფო აწარმოებს. რადგან მორწმუნეთა უმრავლესობა ეთანხმება იმას, რომ მართლმადიდებლობა არ შეიწყნარებს და გმობს ტერორიზმს, შეიარაღებულ აგრესიას, კრიმინალურ ძალადობას, ასევე ადამიანის სიცოცხლის წართმევის სხვა დანაშაულებრივ ფორმებს, იყენებენ სხვადასხვა არგუმენტს, რომლითაც საომარი მოქმედების მომხრეები ცდილობენ მათ გამართლებას, და ასეთ მოქმედებას სამართლიანად მიიჩნევენ. მოდი, განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული შეხედულებანი.
(გამოცხ. 16:3)
"მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში" (გამოცხ. 16:3).
"და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა. წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს" (გამოცხ. 16:1-2).
(ცრურწმენების მხილება)
თანამედროვე არაეკლესიური ადამიანი, უკვე, როგორც წესი, გამსჭვალულია ყოველგვარი ცრურწმენებით. ხშირად, ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში, თუ ნათლობამდე ჯეროვნად არ იყო განსწავლული (კატეხიზირებული), ის ეკლესიის ზღურბლს ამ თავის შეხედულებებთან ერთად გადადის და ეკლესიაში თავისი არასწორი შეხედულებები შეაქვს. მაგრამ, მას "შიგნიდანაც" ხვდება ახალი, უკვე "შიდასაეკლესიო" ცრურწმენები. ისინი ერთმანეთს გამსჭვალავენ, უფრო და უფრო იპყრობენ მორწმუნის გონებას და სავალალო შედეგებამდე მიჰყავთ ისიც და ამგვარ "მორწმუნეთა" გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანებიც.
"და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი" (გამოცხ. 15:8).
"შემდგომ ამისა გავიხედე, და, აჰა, გამოჩნდა ტაძარი მოწმობის კარვისა ცაში. გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, რომლებსაც ჰქონდათ წყლულება შვიდი, სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყლით შემოგარსულნი. ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს შვიდი თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი" (გამოცხ. 15:5-7).
წინამდებარე სტატია წარმოადგენს პირველს პუბლიკაციათა ციკლში, რომელიც ეძღვნება რუსეთში ყველაზე უფრო ცნობილ ნეოპროტესტანტულ სექტათა სწავლებასა და ნათლობის პრაქტიკას, და მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებას მისდამი. მასში განხილულია ნათლობის აღსრულების ფორმა, როგორც წმიდა სამების აღმსარებლებში - ბაპტიზმში, მეშვიდე დღის ადვენტიზმში, ორმოცდაათიანელობაში, ნეოორმოცდაათიანელობაში, ქრისტეს საერთაშორისო ეკლესიაში, საერთაშორისო ქრისტიანულ ეკლესიაში, ახალ თაობაში და დანკერებში, ასევე ანტიტრინიტარული შეხედულებების მიმდევრებში.
განყოფილება I. თ. 13. ჰერმეტიზმი
ჰერმეტიზმი წარმოადგენს ეგვიპტისა და საბერძნეთის სინკრეტულ რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებას. ჰერმეტიზმი დღეისთვის დაყვანილია რამოდენიმე ცნებამდე: 1) ეგვიპტელ მოგვთა სწავლება ღმერთ თოტის შესახებ, რომელმაც ნაწილობრივ მოაღწია ჩვენს დრომდე; 2) ჰერმეტული ტრაქტატები, რომლებიც მიეწერება ჰერმეს ტრისმეგისტს, და რომელთაგან ყველაზე ცნობილია შრომა სახელწოდებით "ზურმუხტოვანი ფიქალი"; 3) ძველბერძნული სწავლება მერკურიუს-ჰერმესზე.
ადრინდელი დროიდან ქრისტიანი ავტორები, მათ შორის წმიდა მამები, წერდნენ თხზულებებს, რომლებიც ეძღვნებოდა რაბინისტული იუდაიზმის გააზრებას და მასთან პოლემიკურ-მისიონერულ დიალოგს.
იმ ბიბლიური მოწმობების გათვალისწინებით, რომელთაც მიეძღნა რამოდენიმე წინა პუბლიკაცია, საკმარისად აშკარავდება ის, რომ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, როგორც "ერთგულთა აღბეჭდვაში" (გამოცხ. 7:2-3) და ანგელოზის ხილვაში, რომელმაც ოქროს საცეცხლური აავსო ჩაუქრობელი ზეციური ცეცხლით (გამოცხ. 8:5), იხსნება "სატაძრო" ხილვების ახალაღთქმისეული აღსრულება, რომლებიც აღწერილია ეზეკიელის წიგნში.
"და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები. და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, წმიდათა მეუფეო! ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი" (გამოცხ. 15:2-4).
აქ უნდა გავიგოთ ასეთი ჭეშმარიტება: ბიბლია ჩვენ ადამიანთათვის გასაგებ ენაზე გველაპარაკება. სინამდვილეში ღმერთი არასოდეს არავის გამოცდის, არ განიკითხავს, არ ამოწმებს, რადგან ღმრთის თვალებში ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალენი ვართ.
"და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა" (გამოცხ. 15:1).
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის "პროსვეტიტელი". სიტყვა მეორე
სიტყვა ნოვგორედელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ქრისტე ჯერაც არ დაბადებულა, არამედ მოვა დრო, როდესაც იშვება; ხოლო ის, ვისაც ქრისტიანები ქრისტე ღმერთს უწოდებენ, - უბრალო კაცია, და არა ღმერთი. აქ კი წმიდა წერილიდან მოტანილია მტკიცებულებები იმისა, რომ ქრისტე ღმერთია; ის იშვა იუდეის ბეთლემში ქალწულ მარიამისგან იუდეველთა მეფის ჰეროდეს დროს და ჩვენი ცხოვნებისთვის ნებაყოფლობით იტვირთა ჯვარცმა, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად და კვლავ მოვა განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა.
წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვებში, რომლებშიც მონიშნულია ორი "სულერი " მთის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხატება, იწყება იქიდან, რომ წინასწარმეტყველი აღწერს უფლის დიდების მსგავს მოვლენას, რომელიც დაბრძანებულია "ზეციური ტახტის მსგავსებაზე" (ეზეკ. 1:26 – 2:1). თანაც "უფლის დიდების მსგავსება" წინასწარმეტყველს ეცხადება ადამიანის სახით, რომელიც ამაღლებულია ქერუბიმებზე, რაც კაცის ძის მომავალ განდიდებაზე მიუთითებს და ზუსტად შეესაბამება წინასწარმეტყველ ესაიასა და მოც. პავლეს მესიანურ მოწმობებს.
შეუძლებელია, ვინც ამქვეყნიურით ხარობს, ერთდროულად ღმერთისთვისაც ხარობდეს; ყოველი ადამიანი, ვინც ამქვეყნიურით ხარობს, ხარობს სიმდიდრით, ფუფუნებით, დიდებით, შეძლებით, პატივით; ღმერთისთვის ვინც ხარობს, ხარობს ღვთის გულისთვის შეურაცხყოფით, სიღარიბით, სახეში ცემით. ხედავ, ეს ყველაფერი რამდენად ურთიერთსაპირისპიროა? ვისაც აქ არ აქვს სიხარული, მისთვის უცხოა სულიერი მწუხარებაც; ხოლო ვისაც აქ არ აქვს მწუხარება, მისთვის უცხოა ღმერთისთვის სიხარულიც.
მოსეს კარვის საღვთისმსახურებო საგანთა შორის, რომლებიც ექვემდებარებოდნენ აუცილებელ რიტუალურ განწმენდას, შედიოდა სპილენძის განსაკუთრებული ხელსაბანი (გამ. 40:11), რომელიც მდებარეობდა კარვის შესასვლელსა და ყოვლადდასაწველის სამსხვერპლოს შორის (გამ. 30:18; 40:7, 30).
აზრი იმის შესახებ, რომ თითქოსდა ყველა რელიგიას ერთ ღმერთთან მივყავართ, თითქმის ყოველთვის გამოითქმებოდა ადამიანთა მიერ, რომლებიც არც ერთ რელიგიას არ განეკუთვნებოდნენ - სიბნელეში, როგორც ცნობილია, ყველა კატა შავია. ყველა რელიგიას არ მივყავართ ერთ ღმერთთან - არამედ მხოლოდ იმას, ვინც მისკენ ჭეშმარიტ გზას უთითებს (მართლმადიდებლური ქრისტიანობა); ზოგიერთი რელიგია არა მარტო პრეტენზიას აცხადებს ჭეშმარიტი გზის ცოდნაზე ღმრთისკენ, არამედ უარყოფს კიდეც თვით ერთი, პიროვნული ღმერთის არსებობას. ასეთია, მაგალითად, ბუდიზმი.
ერთ-ერთი ყველაზე არსებითი თავისებურება იოანეს სახარებისა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული გამოცხადების წიგნის მიზნებთან და მნიშვნელობებთან, იმაში მდგომარეობს, რომ მეოთხე სახარება ბუკვალურად აღსავსეა სხვადასხვა წინასწარმეტყველებათა მოწმობებით და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველური ხატებებით. თანაც მოწმობათა ეს სიმრავლე მარტოდენ მოც. იოანეს მიერ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა წიგნებიდან ამა თუ იმ მტკიცებულების პირდაპირ დამოწმებას როდი მოიცავს.
"ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან - საფირასთან ერთად გაყიდა ყანა, ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანია, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი? განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს. ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას. წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს. სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად. უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ. მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. ... თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს" (საქმე. 5:1-11).
(გამოცხ. 14:19-20)
"დაუშვა ანგელოზმა ნამგალი ქვეყნად და მოისთვლა მტევნები ქვეყნისა და ჩაყარა ისინი ღვთის რისხვის ვეება საწნახელში. დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის მანძილზე" (გამოცხ. 14:19–20)".
(გამოცხ. 14:17-18)
"სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც მჭრელი ნამგალი. გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება ცეცხლზე და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს: მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქვეყნად" (გამოცხ. 14:17-18).
(გამოცხ. 14:14-16)
"გავიხედე და, აჰა, თეთრი ღრუბელი, ღრუბელზე კი მჯდომარე, კაცის ძის მსგავსი: თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი. გამოვიდა მეორე ანგელოზი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბელზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად. ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა" (გამოცხ. 14:14-16).
გადმოყირავებული ჯვარი სულ უფრო ხშირად ჩნდება პოპ-კულტურაში: ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან მელინდა გეიტსი და მეგან მარკლი, მას სამკაულის სახით ატარებდნენ. ყოველთვის, როდესაც ადამიანები ამჩნევენ ამ მძლავრ სიმბოლოს, მასმედია "ბრძოლის ველზე" უშვებს თავის "ფაქტჩეკერებს", რომელთა მეშვეობითაც "ამტკიცებენ, რომ გადმოყირავებული ჯვარი - სატანური სიმბოლო კი არ არის, არამედ ქრისტიანული. აი რატომ არის ეს აშკარა სიცრუე.
(გამოცხ. 14:12-13)
"აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას. და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი" (გამოცხ. 14:12-13).
(გამოცხ. 14:9-11)
"მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (გამოცხ. 14:9-11).
ვაგრძელებთ რა საუბარს გამოცხადებაში ნახსენები ცხოველი წყლის ზეციურ წყაროზე, რომელიც ავსებს ზეციური ტაძრის ძვირფას მინის ზღვას, უნდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების თანახმად, მსგავსი წყაროს გახსნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ახალი აღთქმის დამყარებას შეესაბამება.
ორი მსოფლიო "წინასწარმეტყველური" მთის ხატება, ისევე, როგორც ყველა მნიშვნელოვანი ბიბლიური სიმბოლო, წმიდა წერილს ერთ წითელ ზოლად გასდევს. თუმცა ყველაზე ცნობილი და ყველაზე განხილვადი ამ კონტექსტში არის მთები სინა და სიონი (მაგ.: გალატ. 4:22-26). წმ. ტექსტებში სხვა მთებიც მოიხსენიება, რომლებთან ერთობაში და დაპირისპირებაში იხსნება ყველაზე არსებითი ახალაღთქმისეული მნიშვნელობები.
ვაგრძელებთ რა ხელთქმნილი სამსხვერპლოს წინასახეობრივ მნიშვნელობებზე საუბარს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ღმრთის კაცნი უკვე ძველ აღთქმაშივე იყვნენ წარმოსახულნი, როგორც "რკინისგან შეუბილწავი ქვები" (გამ. 20:25), რომელთაგან მოსემ სინას მთის ძირში (გამ. 24:4-5), და იესუ ნავემ გებალის მთაზე (ის. ნავ. 8:30-32), ასევე წინასწარმეტყველმა ილიამ ბაალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველის ამოჟლეტისას კარმელის მთაზე (3 მეფ. 18:31-32), ააგეს ქვის სრულადდასაწველის სამსხვერპლონი.
(გამოცხ. 14:8)
"მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა" (გამოცხ. 14:8).
(გამოცხ. 14:4-5)
და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება, რათა ეხარებინა მიწის მკვიდრთათვის, ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის. და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი (გამოცხ. 14:6-7).
(გამოცხ. 14:4-5)
"ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის. მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან უფლის საყდრის წინაშე" (გამოცხ. 14:4-5).
წმ. იოანე ოქროპირის მე-8 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე".
"ერთი ღვთის ნების აღმსრულებელი სჯობს ათას ურჯულოს" (ზირ. 16:3). იმიტომაც ნადგურდება ყველაფერი, იმიტომაცაა ყველაფერი უკიდურესად მოუწესრიგებელი, რომ ჩვენ, თითქოს სანახაობაზე ვიყოთ, ბევრ ადამიანს ვეძებთ და არა ბევრ კარგ ადამიანს.
წმ. იოანე ოქროპირის მე-5 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე".
ყველას თავისი მოვალეობა აქვს. თქვენგან ბევრი ვალდებულია გამოიჩინოს თანაგრძნობა და კაცთმოყვარეობა, იყოს თავაზიანი და ალერსიანი იმათთან, ვისაც სიკეთეს უკეთებს; ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, იმათ სასიკეთოდ, ვისაც ვემსახურებით, ვართ მძიმეები, სასტიკები, აუტანლები და უსიამოვნოები, ვინაიდან ჩვენ სარგებლობა იმით კი არ მოგვაქვს, რითაც მოვწონვართ, არამედ იმით, რითაც ვაღიზიანებთ.
(გამოცხ. 14:1-3)
და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა. და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე. და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით (გამოცხ. 14:1-3).
(გამოცხ. 13:16-18)
"და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს დამღა - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც აქვს გონება, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი".
(გამოცხ. 13:15)
"და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15).
იმათ მივმართავ, ვინც ძალაუფლებისკენ ილტვის. თუკი გჯერა, რომ ღმერთი ირჩევს, მაშინ ნუ ხარ უკმაყოფილო, თორემ გამოდის, რომ ღმერთით ხარ უკმაყოფილო, მისგან ხარ გაღიზიანებული, იმიტომ, რომ მან აირჩია. თუკი მისი არჩევანის მიუხედავად, წყენას ბედავ, მაშინ კაენივით იქცევი. მას მართებდა ღვთის განაჩენი მოეწონებინა, ის კი იმის გამო, რომ ძმის მსხვერპლი ამჯობინეს, დაღონდა. უკმაყოფილო იყო, იმის ნაცვლად, რომ გული მოელბო. თუმცა ამაზე არ ვსაუბრობთ ახლა, არამედ იმაზე, რომ ღმერთმა იცის, უკეთ როგორ მოაწყოს საქმეები.
Netflix-ის სერიალი "კალმარის თამაში" (Squid Game) მოგვითხრობს ღარიბ ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობენ საშინელ თამაშებში, მაშინროდესაც ელიტური VIP პიროვნებები შოუს უყურებენ გართობის მიზნით. სხვადასხვა შეტყობინებებისა და სიმბოლიზმის დახმარებით "კალმარის თამაში" ააშკარავებს იმას, თუ რის შესახებ არის ლაპარაკი სინამდვილეში, კერძოდ, ეს არის - ელიტის კაცთმოძულე და უკურნებელი სნეულებანი...

(გამოცხ. 13:12-14)
"ის მოქმედებს მის წინაშე პირველი მხეცის ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (გამოცხ. 13:12-14).
შევეცადოთ მივბაძოთ (პავლე მოციქულს) ისე, როგორც თავად ბაძავდა ქრისტეს. თუკი შეურაცხჰყო თვთ ისინიც კი, ვინც მის დაღუპვასა და სიკვდილს ცდილობდა, მაშ, როგორღა გვეპატიება ჩვენ, ვინც ჩხუბისა და დავის დროს ველურ მხეცებს ვემსგავსებით? ბოროტმოქმედებს და დაწყევლილებს ვეძახით ჩვენს მტრებს. განა მისატევებელია, რომ საერთოდ გვყავს მტრები? განა არ იცი, რომ ის, ვინც პატივს სცემს სხვას, ამით საკუთარ თავს სცემს პატივს?! ჩვენ კი ჩვენსავე თავს უპატიოდ ვეპყრობით.

(გამოცხ. 13:11)
"მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა ორი რქა მსგავსი კრავისა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული" (გამოცხ. 13:11).
(გამოცხ. 13:5-6)
"მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის განმავლობაში. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი" (გამოცხ. 13:5-6).
(გამოცხ. 13:3-4)
"ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?".
(გამოცხ. 13:2)
"მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება" (გამოცხ. 13:2).
(გამოცხ. 13:1)
უკეთური ქვეყნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოთა შორის, რომელიც აღწერილია ძველი აღთქმის წერილში, ხოლო შემდეგ მსოფლიო მასშტაბით იხსნება გამოცხადებაში, მნიშვნელობათა განსაკუთრებული ადგილი უპყრია ეგვიპტეს (ფარაონთა დროინდელს), ბაბილონს, მიდო-სპარსეთს, საბერძნეთს და რომს.
მიანიჭა რა აშშ-ს ყველაზე პრესტიჟული სამოქალაქო ჯილო ისეთ გლობალისტურ პოლიტიკურ მოღვაწეებს, როგორებიც არიან ჯორჯ სოროსი და ჰილარი კლინტონი, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა, რომ მის ადმინისტრაციას მართავდა ფარული გლობალისტური მთავრობა.
იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე საინფორმაციო სივრცე განუწყვეტლივ ივსება გამოცხადების წიგნის ყველაზე განსხვავებული განმარტებებით, რომელთაც გვთავაზობენ არა მარტო მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები, არამედ ყველა ჯურის სექტანტები და თვით ოკულტისტებიც კი, - თანამედროვე ადამიანის აზრი ამა თუ იმ მიდგომასთან დაკავშირებით ეფუძნება იმას, თუ რამდენად პასუხობს ესა თუ ის განმარტება ამ ადამიანის შინაგან მოლოდინებს.
(გამოცხ. 13:1)
"დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი" (გამოცხ. 13:1).