Перейти к контенту

განმარტება - "მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით..." (გამოცხ. 16:8-9) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
"მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე,
 
და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით..."

(გამოცხ. 16:8-9)
"მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით. დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის" (გამოცხ. 16:8-9).
 
 
ხატებები და მოვლენები, რომლებიც უკანასკნელი რისხვის მეოთხე თასთან არიან დაკავშირებულნი, - 16-ე თავის პირველი ნაწილის ერთადერთი მოწმობაა, რომელიც შეიძლება პრაქტიკულად ბუკვალურად აღვიქვათ და ამ დროს არ წავაწყდეთ ასეთივე ბუკვალურ და გადაულახავ წინააღმდეგობებს.
 
მაგრამ, როგორც პირველი სამი თასის შემთხვევაში, მრისხანების თასების აღწერებში, რომლებიც "მზეზე იღვრება", ნახსენებია დეტალები და ვითარებები, რომლებიც შეუძლებელია "მოვათავსოთ" იმ პროცესების ჩარჩოებში, რომლებიც  ჩვეულებრივი მატერიალური სამყაროსთვის არის დამახასიათებელი.
 
ასე, მაგალითად, თუკი წარმოვიდგენთ, რომ მზეზე მოხდება ერთგვარი "ვარსკვლავური კატაკლიზმი", რომლის შედეგადაც მკვეთრად მოიმატებს მზის გამოსხივების ინტენსივობა, - ამგვარი მოვლენის ბუკვალური შედეგები შემოფარგლულ არ იქნება მხოლოდ "ადამიანების დაბუგვით" და გამონაკლისის გარეშე დააზიანებს მთელ ცხოველთა და მცენარეულ სამყაროს.
 
მაგრამ ყველაზე მთავარი, - თუკი ახლანდელი ქვეყნიერების მდგომარეობით ვიმსჯელებტ, "ასტრონომიული" კატაკლიზმების მიღმა ურწმუნოთაგან არავინ მოიაზრებს ღმრთის გმობის მიზეზს, რომლის არსებობასაც უარყოფს (მაშასადამე, არ აღიარებს მის ძალაუფლებას სტიქიურ უბედურებებზე, რომლებიც, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება განიმარტოს ან უკვე ცნობილი ან კიდევ სავარაუდო ფიზიკური პროცესებით).
 
მითუმეტეს ურწმუნო ქვეყნიერება მსგავს მოვლენებში ვერ დაინახავს მიზეზს დაგმოს ღმერთის სახელი, რომლის აღიარებაც არ სურს და არ გაიხსენოს სწორედ იმ მომენტებში, როდესაც ეს ცხოვრებისეულად აუცილებელია.
 
ამიტომაც, არ უარვყოფთ რა ცალკეული "ფიზიკური" გამოვლინების შესაძლებლობას სამყაროსეული სულიერი კატაკლიზმების აღსრულებისას, "მეოთხე თასის" მოვლენები უმჯობესია ისე აღვიქვათ, რათა ისინი თავსებოდნენ არა ცალკეულ ასპექტებში, არამედ მთლიანად მთელ პანორამაში, - და ამასთან გავითვალისწინოთ ის არსებითი ვითარება, რომ ღმრთის პირდაპირი გმობა ამ მომენტამდე გაისმოდა მხოლოდ "ზღვიდან ამომავალი მხეცის" პირიდან (გამოცხ. 13:5-6), და ძველი სამყაროს მხოლოდ უკანასკნელ დღეებში გამოვლინდება იგი "მხეცის თანაზიარ" ყველა უკეთურსა და ღმრთისმგმობ პირში, გამონაკლისის გარეშე, რომლებზეც გადმოიღვრება საღმრთო რისხვა მრისხანების უკანასკნელი შვიდი თასის სახით (გამოცხ. 16:8-21).
(აქ ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ მოსეს დაწესებების თანახმად პირდაპირი ღმრთისმგმობელობა დამნაშავეს გადარჩენის შანსს არ უტოვებს, შეად.: "უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!" (იობი 2:9)).
ამრიგად, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ უკანასკნელი რისხვის შვიდი თასის მოვლენებში აღწერილია არა იმდენად "ფიზიკური" უბედურებები", რამდენადაც უკანასკნელი სამსჯავროს დაწყება, როდესაც იხსნება (იღება) ყველაფერი, რაც ადრე დაფარული იყო, ხოლო საღმრთო ჭეშმარიტებათა ნათლით განკითხულთა ტანჯვა, თუმც ჯერ კიდევ ძველ სამყაროში იწყება, უკეთურებს და ღმრთისმგმობელებს ღვთაებრივი სამართლიანობის ზეიმად გადაჰყვებათ მარადისობაში, შეად.:
 
"ამიტომაც ვხოცავდი თქვენს წინასწარმეტყველთ და ვაკვდინებდი მათ ჩემი პირის სიტყვით; ჩემი მსჯავრი ნათელივით ამოვა" (ოს. 6:5).
 
მეტიც, სწორედ უკანასკნელი დღის მოვლენად წარმოგვიდგენს მზის ნათების არნახულ და წარმოუდგენელ გაძლიერებას ("შვიდგზის") ესაია წინასწარმეტყველი, რომელიც მსგავს მოვლენას პირდაპირ უკავშირებს მაცხოვრის მეორედ მოსვლას და მასში მთელი თავისი ძალისა და მარადიული საღმრთო ჭეშმარიტების გამობრწყინებას.
 
თანაც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ სწორედ "შვიდგზის გაძლიერებული" საღმრთო ნათელი განკურნავს ღმრთის ერის ყოველგვარ ჭრილობას და საბოლოოდ განყოფს მთელ კაცობრიობას "წყლულებათაგან განკურნებულებად" და "მოწყლულებად", შეად.:
 
"ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ შემაღლებულ გორაკზე გაჩნდება ღელეები, წყლის ნიაღვრები დიდი შემუსრვის დღეს, როცა დაეცემიან გოდოლები. მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი გაშვიდკეცდება შვიდი დღის ნათელივით; მაშინ შეუხვევს უფალი ჭრილობას თავის ერს და თავის დანარტყამს განუკურნავს. აჰა, უფლის სახელი შორიდან მოდის; გიზგიზებს მისი რისხვა და შენივთდა კვამლი, მისი ბაგეები სავსეა წყრომით და მისი ენა მჭამელი ცეცხლია" (გამოცხ. 30:25-27).
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ "უფლის მომავალი სახელი" ეს. 30:27-დან ზუსტად შეესაბამება გამოცხადების წიგნის 19-ე თავის ხატებებსა და მოწმობებს: "ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ... მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა. ... მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, ... ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი" (გამოცხ. 19:11-16)).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому